ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, ამბიციური რუსული კლუბი ჩააბარონ

AutoSharing Option
დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, რუსეთის ნაციონალური ლიგის (რანგის მეორე) პირველ ადგილზე მყოფი ვოლგოგრადის "როტორი" ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საიტი championat ავრცელებს.

ომარი თეთრაძე ბოლოს "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ყაზახეთიდან 2017 წელს წამოვიდა, მას შემდეგ კი არცერთ კლუბში აღარ უმუშავია. იქამდე კი "ანჟის", "ვოლგას", "ხიმკის", "ჟეტისუსა" და "ენისეის" წვრთნიდა.

"როტორი", რომელიც 90-იან წლებში ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ახალი მფლობელების ხელშია, რომლესაც კლუბის ძველ დონეზე აყვანა სურთ.

ომარი თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. შემდეგ იყო
ოზურგეთის "მერცხალი", საიდანაც მოსკოვის "დინამოში" გადავიდა. თეთრაძემ 2 სეზონი გაატარა "რომაში". საფეხბურთო კარიერა კი, "კრილია სოვეტოვში" 2005 წელს დაასრულა. ბერძნული ძირების მქონე ნახევარმცველს რუსეთის ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
"ქართველი" კაცი, რომელიც საქართველოს ნაკრების მაგივრად რუსეთის ნაკრებში ითამაშებს ის ჩემთვის პირადად ქართველი არ არის ჩემთვის ასეთი ადამიანები არიან რუსები!! ჯიქია მაგალითი კაცი, რომელიც იტყვის ქართველი კიარა რუსი ვარო და რუსეთის ნაკრებში წავა სათამაშოთ საქართველოს ნაკრებში კიარა საერთოდ არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში,ასეთ ხალხზე ვისურვებდი არ წამეკითხა არაფერი ეს თეთრაძები ჯიქიები ყიფიანები და სხვები წარმოშობით ქართველები მარა რეალურად რუსები.
გიორგი
17:32 11-12-2019
8
ახალგაზრდების საყურადღებოდ, ამ კაცის და ჯიქიას შედარება არ არის სწორი,/ არ იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში რადგან სერიოზული კონკურენცია იყო მაგის ადგილას, და სამწუხაროდ არ მიეცა შანსი, ამ დროს რუსეთი ნაკრებშიც დაუძახეს და ამის შემდეგ გამოიყენა შანსი ეთამაშა ნაკრების დონეზეც, თუ არ ვცდები დედით ქართველია და ეროვნებით ბერძენი,/ სადაც კი ამ კაცმა მწვრთნელად იმუშავა ყველგან ქართველები ყავდა წაყვანილი,/
Vasili
00:26 15-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული