გიორგი ჩაკვეტაძე ევროპა ლიგის მატჩის განაცხადშია

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს, "გენტი" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს და ბელგიური გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადში შეიყვანა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძემ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად 7 დეკემბერს, "ზულტე-ვარეგემთან" ითამაშა (76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე) და შესაძლოა, კვლავ ვიხილოთ მოედანზე.

"გენტის" განაცხადშია აგრეთვე თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.

"გენტი" უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე, უკრაინული გუნდი კი ჯგუფში ჩარჩა და ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა რა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვენაცვალე ქართული ფეხბურთის იმედს, არანაირი ტრავმა არასდროს, ვუსურვებ დიდ გამარჯვებებს, როგორც კლუბში ასევე ნაკრებში.
ზაზა
12:15 12-12-2019
1
გენტი რა შენი საქმეა რეალი ან სიტიში,ჟურნალისტები კი წერენ რომაო მაგრამ რეალი ჯობია ან სიტი,
ლარგო
01:50 12-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული