ქართველების "რუბინი" უმწვრთნელოდ დარჩა, თუმცა ახალი თითქმის მოვიდა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა საკმაოდ მალე გამოჩნდა მისი შემცვლელი.

საუბარია ლეონიდ სლუცკიზე, რომელიც წლების განმავლობაში წვრთნიდა მოსკოვის ცსკა-ს. 2015-16 წლებში რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში. 2017 წელს ბედი ინგლისში სცადა და "ჰალი სიტის" დამრიგებლად იმუშავა. ბოლო კლუბი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი არნემის "ვიტესი" იყო, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.

სლუცკიმ უკვე გამართა შეხვედრა "რუბინის" ხელმძღვანელობასა და თათრეთის მთავრობასთან. მიუხედავად ამისა, ჯერ გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული არაა.

მოგეხსენებათ, ყაზანური გუნდის რიგებში 4 ქართველი ფეხბურთელი
თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბიჭები ტალანტები ნამდვილად რუსეთში დიდ ხანს არ დარჩებიან თუ ფეხბურთის თამაში უნდათ უნდა წავიდნენ მაქედან და რუსეთის ჩემპიონატი და გუნდები რა დონეზეც არიან ეგ გამოჩნდა კიდეც ევროთასებზე და რუსეთში წასულ არც ერთ ქართველს არ ქონია წარმატებული კარიერაა და ძალიან სამწუხაროა რომ 4-5 წლიანი კონტრაქტები აქვთ ამ ბიჭებს რუბინთან რომელიც შეიძლება მომავალ სეზონში აღარც იყოს პრემერ ლიგაში.
აგენტი არ ჰყავთ ან რავიცი ვინმე გარკვეული ადამიანი რომელიც ეტყვის რომ რუსეთი კარიერაში წინ გადაგმული ნაბიჯი არ არის აგერ უამრავი მაგალითია ამის.
გიორგი
16:49 16-12-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული