ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავსტრიული სპორტული საიტი laola1.at აქვეყნებს სტატიას და ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების 3 საუკეთესო ფეხბურთელს გამოყოფს. სასიხარულოა, რომ გრაცის "შტურმის" ტოპ-3 ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.
აი, რას წერს საიტი ქართველზე:
"ოთარ კიტეიშვილი ისეთი ნომინანტია, რომელსაც ადგილს ვუნახავთ და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ქულების მომტანი იქნება "შტურისათვის". 23 წლის ქართველი განთესილთა შორის იყო რთული წინასასეზონო მომზადების პროცესში, ახლა კი კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გაზაფხულზეც თუ ასეთ ტემპში განაგრძობს და შემდეგ ნაბიჯსაც გადადგამს, ნაკლებად სავარაუდოა, ავსტრიის ბუნდესლიგაში დიდი
ხნით დარჩეს."