"კონიასპორმა" წააგო და გავარდნის კანდიდატია - ლევან შენგელია არ ათამაშეს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში "კონიასპორი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა მესამე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორთან". გოლი პირველ ტაიმში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ალეკსანდრ სიორლოტმა გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში "გენტის" ღირსებას იცავდა.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს ნახევარმცველი ლევან შენგელია. სამწუხაროდ, მას ახალ გუნდში საქმეები კარგად ვერ მისდის - 9 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, ერთხელ კი გააძევეს.

"კონიასპორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 29 დეკემბერს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.

altლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი

მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

altლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

 

altლევან შენგელია: თავიდან ცოტა დავიბენი - მეგონა, პრობლემები მექნებოდა

altლევან შენგელიას თურქეთში აქებენ: ის "ქონიას" ფინანსურ მოგებას მოუტანს

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაამვრა ამანაც კარიერა ესე უაზროდ
.ამის დაჯდომა იქნებოდა ეხლა რა კარგ ფორმაში იყო პან ნაკრებშიც აკრიფა.რავი რავი რატო ვერ აწავლობენ ჭჯუას ვერ ვხვდები მერამდენედ უკვე
თემური
24 დეკემბერი 2019 23:50
0
კადიზი კიდევ პრიმერაში აღზევდება :)
ბაჩი
24 დეკემბერი 2019 12:51
0
შენგელია სხვა ტიპის ადამიანია, მას დრო სჭირდება შესაგუებლად და გასახსნელად, შეიძლება ამ ეტაპზე არაფერი გამოუვიდა ქონიასპორში და საქართველოში დაბრუნება მოუწიოს, მაგრამ არაუშავს, შემდეგ წასვლაზე მენტალურად უფრო მომზადებული წავა და შედეგიც უკეთესი ექნება, მთავარია არ დანებდეს! წარმატებები ლევან!
Irakli
24 დეკემბერი 2019 10:44
0
ქვილითაია 2
75*
24 დეკემბერი 2019 02:26
2
აგერ ბატონო, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ დინამო მხოლოდ მოკლე ტრამპლინია ქართველი ახალგაზრდებისათვის. რას მირბოდა, რამდენით მეტი მისცეს თურქეთის ლამის ყველაზე სუსტ გუნდში? იმაზე ცოტა ნაკლები ფიფიას რომ მიეცა გგონიათ არ დარჩებოდა? რაღაც საშუალო მაინც უნდა მოიძებნოს, რომ თანხამ ორივე მხარე დააკმაყოფილოს და გუნდიც გაიზრდება, შეთამაშდება, ახალი ახალგაზრდებიც გამოჩნდება და ეშველება კიდეც დინამოს. აბა ამის თავი თუ არა აქვს ფიფიას, მაშინ უნდა გაყიდოს გუნდი, მოშორდეს დინამოს. დინამოს ისეთი ბრენდია აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ინვესტორი რომელიც დაინტერესდება. ფიფიას კი თუ ქართულ ფეხბურთზე შესტკივა გული შეუძლია ნებისმიერი ქართული გუნდი იყიდოს რეგიონში იმის მეათედ ფასად, რასაც დინამოში აიღებს. ჰოდა აშენოს აკადემია და სკოლები, ეს ეხერხება და დინამოს გათახსირებას ვაპატიებთ.
emigranti
24 დეკემბერი 2019 01:13
2
მეც მაგ აზრზე ვარ თუ ნაკრების მომავალზე ფიქრობს იყიდოს რამე უბრალო გუნდი და გააკეთოს იმის აკადემია გაზარდოს ბიჭები და გაუშვას ევროპაში აბა დინამო უნდა იყოს მოწინავე გუნდი და არა ტრამპლინი 18წლის ბიჭებისთვის
Ka
24 დეკემბერი 2019 09:40
1
რატო უშვენებ ქართველი ფეხბურთელები ამდენ შეცდომებს? კადისი იწვევდა პირველ ადგილზეა სეგუნდაში და დიდი ალბათობით გადავა პრიმერაში. კარგი რა ლევან რა ქონიასპორი და თურქეთი. მაგარი ბიჭი ხარ და შენი იმედი გვაქვს და იმედია მალე უკეთეს ქვეყანაში და ჩემპიონატში მოხვდები
გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2019 00:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული