voetbalkrant-მა ლუკა ზარანდია წარუმატებელი ტრანსფერების ათეულში შეიყვანა

AutoSharing Option
ბელგიურმა voetbalkrant-მა პირველ დივიზიონში ზაფხულში განხორციელებული 10 წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა, "ზულტე-ვარეგემის" ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია სიაში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა და ასე დაახასიათა:

"ქართველ გარემარბს გუნდში კონკურენციის დაძლევა გაუჭირდა. მწვრთნელი ფრენკი დური კიდევ ათამაშებს, მაგრამ ჯერ იმედებს ვერ ამართლებს. ისიც სათქმელია, რომ ზარანდია მხოლოდ 23 წლისაა და ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს (სადიო ბერაინო, ჯანი ბრუნო)".

ზარანდია "ზულტე-ვარეგემში" პოლონური "არკადან" გადავიდა და ჩემპიონატის 17 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სტატიIს ავტორმა ისიც რო მიუტიტოს რამდენი თამაში Iთამაშა ზარანდიამ მარჯვენა გარემარბად კარგი Iქნებოდა
Dა მაგრამ რაც Fრხბურტია Iგივეა ავტორიც ჩვენთან
Ilia
26 დეკემბერი 2019 11:55
1
ბარეღამ კარებში დააყენონ და მერე თქვან კონკურენციის “დაძლება უჭირსო”. ისე მარლა მიკვირს, კაცი მარჯვენა გარემოებად წაიყვანო და მარცხენა მცველი ათამაშო - რა ჩანაფიქრია ამისთანა? :)
ფეოლა
26 დეკემბერი 2019 11:38
1
მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს (მარცხენა ვინგერიც კი არაა) უჭირს ძალიან სხვა პოზიციაზე და შესაბისად ვერაა ეფექტური
Soso
26 დეკემბერი 2019 11:24
1
სტატიის ავტორს ისიც რო ენახა რომ ზარანდიას არცერთი თამაში არ უთამაშია თავის პოზიციაზე კარგი იქნებოდა მაგრამ ჩვენ პრობლემა ყვლეგან გვაქვს და ერთ ერთი დიდი პრობლემა პრესის არაპროფესიონალური მუშაობაა
gio
26 დეკემბერი 2019 11:22
1
სად ხართ ის ,,ექსპერტები'' რომლებიც დაჟინებით ითხოვდით ზრანდიას ნაკრებში თამაშს.მართალი გამოდგა ვაისი,არაა ეგ ბიჭი სანაკრებო ფეხბურთელი.ასე რო შეეშვით პროფესორობას.წარმატებები ჩვენს ნაკრებს.მჯერავს რომ გავალთ ევროპაზე
ზაზა
26 დეკემბერი 2019 08:13
10

სიახლეები პოპულარული