ბუდუ ზივზივაძე ტოპ-უნგრულ გუნდებს სურთ, ლაშა დვალით ევროპული კლუბები ინტერესდებიან

AutoSharing Option
"მეჟოკოვეშ ჟორის" ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მის სავარაუდო ტრანსფერსა და ლაშა დვალის მიმართ არსებულ ევროპულ ინტერესებზე ისაუბრა.

"ჩემს ტრანსფერზე ჯერ კონკრეტული არაფერია, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი გაჩნდა და ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში. საუბარია "ვიდეოტონზე", იგივე "მოლ ფეჰევარზე", რომელიც წლების განმავლობაში უნგრეთის საუკეთესო გუნდი იყო. ასევე იყო "ფერენცვაროშის" ვარიანტი, სადაც ლაშა დვალი თამაშობს, თუმცა "ვიდეოტონი" უფრო დიდ ინტერესს იჩენს.

ლაშას რაც შეეხება, ბოლოს ტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ თამაშობდა, თორემ ძირითადის ფეხბურთელია, ძალიან აფასებენ და მისი თამაშით
კმაყოფილნი არიან. ვიცი, რომ მალე ვარჯიშს დაიწყებს. ძალიან კარგი მცველია და თანაგუნდელებმა მითხრეს - უნგრული გაზეთები წერენ, ლაშას მიმართ ევროპულ გუნდებს სერიოზული ინტერესი აქვთო", - უთხრა ზივზივაძემ "ლელოს".

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ფეშერინს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. ლაშა დვალმა კი ტრავმის გამო უნგრეთის პირველი ლიგის 2019/20 წლების სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტოპ უნგრული კლუბები???)))ერთი ფერენცვაროშია ტოპი და დანარჩენი ხომ გლიჯავს)))
ბათუმის ფანი
11:27 27-12-2019
11
არ გახადეს უნგრეთის ჩემპიონატი ტოპი
გრიგოლ1408
18:21 27-12-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული