"სპარტაკი" ანანიძის თურქულ კლუბში გაშვებას დათანხმდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე თვეს თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული საიტი Aksam.com.tr-ი აცხადებს, "სპარტაკი" ჯანოს "დენიზლისპორში" გაშვებას დათანხმდა. მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქეთში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამასთანავე, მოსკოვური კლუბი ჯანოს ხელფასის გარკვეულ ნაწილს დაფარავს.

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და კლუბმა აქამდე ორჯერ გაანათხოვრა - ჯერ "როსტოვში" და შემდეგ "კრილია სოვეტოვში". "დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნამდვილად წარმატებას უსურვებ მაგრამ ფაქტი ჯიუტია სპარტაკიდან დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო მაგრამ.....
ირაკლი
12:09 28-12-2019
0
რო ილანღებიან მაგ დროს უნდა ჩათხარო კლავიატურა პირში და ჩაიგდებენ ენას მერე.
Lasha
02:37 28-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული