პაპუნაშვილმა MLS-ის კლუბს უარი უთხრა და ორი ესპანური ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, "სარაგოსას" ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კლუბს დატოვებს, თუმცა MLS-ის ვარიანტი გამორიცხულია.

გამოცემის მიხედვით, სავარაუდოდ, პაპუ "სარაგოსას" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დატოვებს და მას შემდეგ, რაც MLS-ის კლუბ "დალასს" უარი უთხრა, ორი ესპანური ვარიანტი აქვს.

პაპუნაშვილის საკუთარ რიგებში ხილვა სეგუნდას ორ გუნდს სურს: სანტანდერის "რასინგსა" და "ლუგოს". სხვადასხვა მიზეზის გამო ორივე კლუბს სჭირდება შეტევის გაძლიერება და ქართველის გადაბირებით ორივე გუნდია დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. "რასინგი" 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო
"ლუგოს" 22 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. 

altგიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა და "სარაგოსა" თასის 1/32-ფინალში გაიყვანა

altჩხუბი ესპანეთში: ულტრასები პაპუნაშვილის გუნდის ფანებს დაერივნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ ტრამვა ბოლომდე მოირჩინა და აქვს საკუთარი თავის იმედი, რადგან აშშ-ს უარი უთხრა, თუ ეს ასეა, რა თქმაუნდა. მაგას იქ, იმ ინციდენტის მერე უფრო აერია საქმე, თორე გვახსოვს ფრინავდა და პუბლიკა პაპუს სკანდირებდა. ტრამვამაც დახია უკან. წარმატებები, ისე ნაკრებში მეტ დროს იმსახურებს სხვებთან შედარებით. მე ჩაკვეტაძის არ თამაში მაშინებს ყველაზე მეტად, ხომ კარგადაა ნეტა.
vaso
01:13 06-01-2020
0
ჟილ ვისენტე არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი
გიონატ
16:57 03-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული