"რანდერსის" მმართველმა დირექტორმა სორენ პედერსენმა თავისი გუნდის ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის შესახებ tipsbladet.dk-სთან ისაუბრა:
"უკვე რამდენიმე წელია ის გუნდში დიდი ავტორიტეტია, გვინდა დარჩეს, თუმცა შესაძლოა, უცბად ყველაფერი შეიცვალოს. მის კონტრაქტს ვადა 6 თვის შემდეგ გასდის. ეს ჩვენთვის დიდი ამოცანაა. თუ კონკრეტული შემოთავაზება იქნება, დაფიქრება მოგვიწევს. ახლა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ძნელია. ნებისმიერ ფასად არ გავუშვებთ.
დიახ, ეს იმედგაცრუებაა, მან ხომ ლიდერებში გაგვიყვანა. ამან კარგი სატელევიზიო კონტრაქტები და ბევრი სხვა რამ მოგვიპოვა.
დიახ, ეს იმედგაცრუებაა, მან ხომ ლიდერებში გაგვიყვანა. ამან კარგი სატელევიზიო კონტრაქტები და ბევრი სხვა რამ მოგვიპოვა.
ცხადია, ის ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ბევრი მსურველი ჰყავს. ჩვენ მის შენარჩუნებას
ვცდილობთ და გვინდა ხელშეკრულება გავუხანგრძლივოთ. დიალოგის პროცესში ვიმყოფებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ნაკლებად რეალური ხდება".
20 ტურის შემდეგ "რანდერსი" დანიის ჩემპიონატში 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, საბამ კი 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა.