championat.com: საბა კვირკველიას უცნაური ისტორია - რატომღაც სკამზე ჩამოჯდა და აწვალებენ

AutoSharing Option
championat.com-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა სტატია მიუძღვნა მოსკოვის "ლოკომოტივს", გუნდის პრობლემებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მისი მცველი საბა კვირკველია მოიხსენია. გთავაზობთ თქვენთვის საინტერესო ამონარიდს:

"იური სიომინის გუნდმა წლის ბოლო ნაწილი ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ მოსახვედრად უკეთ თამაში მართებს.

ერთ-ერთ საკადრო პრობლემაზე ახლახან ყურადღება სიომინმა გაამახვილა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ  აგრესიულად თამაში დაცვის ფეხბურთელების ასაკის გამო ძალიან უჭირდათ. "ლოკო" მეტოქეს მაღალ დაცვას ვერ უპირისპირებდა და ეს თამაშის მთელ სტრუქტურაზე ახდენდა გავლენას, მათ შორის, თავდასხმაზეც.

ჩორლუკა 33
წლისაა, ჰიოვედესი - 31-ის, რიბუსი - 30-ის, იგნატიევი - 32-ის. ფაქტებს მართლაც ვერ შეეკამათები. ამასთან, უფრო ახალგაზრდები - ჟივოგლიადოვი, მურილო და იდოვუ, კონკურენტებს დონით ჩამორჩებიან, კვირკველია კი ტრავმის შემდეგ რატომღაც საერთოდ სკამზე ჩამოჯდა. უკანა ხაზის ფეხბურთელები "ლოკომოტივს" მრავლად ჰყავს. ხარისხის დამატებაა სასურველი, მით უმეტეს, ლიდერთა დაბერებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რუსეთის ჩემპიონატზე მის ასპარეზობაზე გავლენა იქონიოს. "ლოკომოტივს", როგორც მინიმუმ, ერთი მაღალი კლასის ცენტრბეკის დამატება ნამდვილად არ აწყენდა.

აი, შემდეგ მოთამაშეებს კი, წინადადებების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, დაემშვიდობონ:

- კვირკველია. ძალიან უცნაური ისტორიაა, მაგრამ თუ ახლო წარსულში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ახლანდელ გუნდში მოთხოვნადი არ არის, რატომ უნდა იწვალო და აწვალო ფეხბურთელი?

შემდეგი ამოცანები ტრანსფერებზეა დამოკიდებული. თუ სწრაფ ცენტრალურ მცველებს დაიმატებენ, რომელთაც დიდი სივრცის "დაფარვა" შეეძლებათ, მოწინააღმდეგისათვის მაღალი პრესინგის შეთავაზება იქნება შესაძლებელი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯუღელმა ჩაისვარა ლოკომოტივთან და ამას სჯიან
dato
23:36 05-01-2020
2
ამას რუბინშიც ასეთი პრობლემა არ შეექმნა? თავიდან გიჟდებოდა ყველა ისე კარგად თამაშობსო და 1 სეზონის მერე სკამზე იჯდა.. ნეტა რაშია პრობლემა ვერ ვხვდები.
ზუზუ
23:30 05-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული