არანაირი "პაოკი"! - საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შევიცვლი. კიდევ 1.5 წლით მაკავშირებს კონტრაქტი.

ჩემი გაშვება არც კლუბს სურს და წასვლა არც მე მინდა. პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ძლიერი ვიყო და მეორე წრე კარგად ჩავატარო... არანაირი "პაოკი" და სხვა გუნდები არ არსებობს", - ამბობს კვირკველია.

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში აქტიურად მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ საბა კვირკველია ზამთარში
კლუბს შეიცვლიდა, რადგან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სად უნდა წავიდეს,ან რატომ უნდა წავიდეს.ჯერ ერთი ვის უნდა და მეორე,მშვენიერ გასამრჯელოს იღებს მაგ ლოკომოტივში,იმაზე მეტს ვიდრე ევროპის საშუალო გუნდში აიღებდა.სანამ არის იქნება,კაი მაყუთს მოღუნავს და კაი სიბერეც გარანტირებული ექნება.
ruslani
04:25 07-01-2020
4
დასრულდა საბას ფეხბურთი როგორც ჯანოს ზუსტად სიტყვა სიტყვით იმეორებენ ერთმანეთის ინტერვიუს მილიონები იშოვეს არც ნაკრები აინტერესებთ და აღარც ფეხბურთი სამწუხაროა
Night
21:01 06-01-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული