ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "ქონიასფორმა" ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის "ალტინორდუ" 2:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გოლი ქონიური გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ გაიტანა.
შენგელიამ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი "ქონიასფორის" მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა.
შენგელიას გუნდი კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 17 იანვარს ჩემპიონატზე, სტუმრად "ანკარაგიუჯიუს" დაუპირისპირდება.
17 ტურის შემდეგ "ქონიასფორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.
შენგელიამ პირველობის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი ჯერ არ გაუტანია და იმედია, მეორე წრეში გამოიჩენს თავს.