ლევან შენგელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა - "ქონიასფორმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "ქონიასფორმა" ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის "ალტინორდუ" 2:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გოლი ქონიური გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ გაიტანა.

შენგელიამ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი "ქონიასფორის" მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა.

შენგელიას გუნდი კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 17 იანვარს ჩემპიონატზე, სტუმრად "ანკარაგიუჯიუს" დაუპირისპირდება.

17 ტურის შემდეგ "ქონიასფორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.

შენგელიამ პირველობის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი ჯერ არ გაუტანია და იმედია, მეორე
წრეში გამოიჩენს თავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართველების გატანილი ყველა გოლი ულამაზესი როგორაა ერთი მითხარით. ლამაზი, ეფექტური, სანაქებო უწოდეთ, ულამაზესი საუკეთესოებში გამორჩეული უნდა იყოს. ასეთი გოლი კი ყველა ჩემპიონატის თითოეულ ტურში გადის რამოდენიმე.
emigranti
02:54 08-01-2020
3
ცოტა განატლება არ გაწყენდა,რამდენი გადაგიხადეს ამ სტატიაზე ესეტი სატაურიტ,ისე ახლობლობის გამო ყველაფერი კი არ უნდა დაწერო
avtors
01:29 08-01-2020
2

სიახლეები პოპულარული