გიორგი ჩაკვეტაძე: ფორმაში ჩასადგომად ერთი ან ორი მატჩი დამჭირდება

AutoSharing Option
"გენტი" შეკრებაზე ესპანურ ოლივაში იმყოფება, სადაც ამხანაგურ მატჩში გერმანიის მესამე ლიგის "ინგოლშტადტი" 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი ბელგიური გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეასრულა, ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემაც ითამაშა და voetbalprimeur.be-სთან ტრავმაზე და მწყობრში ჩადგომაზე ისაუბრა:

"როგორც იქნა, მუხლი აღარ მტკივა. ძველებურად სწრაფად ვერ ვთამაშობ, მაგრამ ტკივილები აღარ მაქვს. მთავარი ესაა. ასეთი ხანგრძლივი ტრავმა ჩემს კარიერაში არ მქონია, თავიდან არც ვიცოდი, რა მექნა. ერთი წელი მხოლოდ ფიტნესით დაკავება ადვილი არაა. ფიზიკურადაც გამიჭირდა და მორალურადაც. "გენტის" მატჩების ყურება არასოდეს არ მიმიტოვებია. ძნელია ასეთი
შეხვედრების შემდეგ სახლში დაბრუნება. მიხარია, რომ თავი ეულად არასოდეს არ მიგვრძნია.

საბედნიეროდ, მწვრთნელი იეს ტორუპი ხშირად მკითხულობდა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. მთელი გუნდი მხარს მიჭერდა. ის ფაქტი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება ტრავმის დროს მივიღე, ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო.

ერთადერთი რაც მაკლია, მატჩის რიტმია. არ ელოდოთ ზამთრის არდადეგების შემდეგ ძირითადში ჩემს მყისიერ დაბრუნებას, მაგრამ ერთი ან ორი მატჩის შემდეგ, ისევ ფორმაში ჩავდგები".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მარტამდე ყველაფერი მოესწრება გიოსთან მიმართებაში. წარმატება გიო შემი იმედი გვაქვს.
G.LA
21:59 10-01-2020
2
ორი მატჩი რად გინდა შენ ისედაც გენიოსიხარ რომელსაც რიგი უდგას ტოპ გუნდების,წადი იმ გენტიდან ბაიერნში ან მილანში
ისტორია
20:03 10-01-2020
47
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული