ჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული გამოცემის მიხედვით, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სათამაშოდ "ტამბოვში" გადავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა დაადასტურა.

აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ ქართველი ნახევარმცველი "დენიზლისპორთან" ვერ შეთანხმდება. ხუდიაკოვის თქმით, საქმე იჯარას ეხება, რადგან ანანიძეს გიჟური ხელფასი აქვს და "ტამბოვი" მას ვერ გასწვდება. საუბარი მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე უკვე შედგა, თუმცა 20 იანვრის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჯანოს თურქული ამბები იქამდე არ გაირკვა.

"ტამბოვი" 21 ქულით რუსეთის პრემიერლიგის 16-კლუბიან ცხრილში მე-11
ადგილს იკავებს. გუნდში წარმოშობით ქართველი 3 ფეხბურთელი თამაშობს: ძირითადი მეკარე გიორგი შელია, საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მელქაძე ("სპარტაკიდან" განათხოვრებული) და ასევე ძირითადი მცველი გურამ თეთრაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტამბოვსკი ვოლკი ხარ ჯანო
ემრე
15 იანვარი 2020 14:11
4
ახლა ვიღაც უეჭველი გამოვა კომენტარით:"რა გინდათ ბიჭო, რაც შეუძლია აკეთებს ქვეყნისთვის, დალშე ყველამ ჩვენ თავს მივხედოთ, თავისი არჩევანია".

ჯერესერთი აქ ჯანოს მტერი არავინაა და თუ ვინმემ რამე თქვა, გული ტკივა ჯანოს გადაწვეტილებაზე და ენანება თავისი თანამემამულე. ვინმეს გიხარიათ ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებს კაცი, რომელიც ნაკრების ერთერთი ლიდერია და საკუთარი ქვეყნის შედეგებზეცაა პასუხისმგებელი. ჯანოს ბედი ყველას გვეხება გარკვეულწილად, რადგან ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. დალშე მართლა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს
Janos gulshematkivari
15 იანვარი 2020 11:15
0
დაჟე მეც მეკარგება უკვე ამის იმედი :D არადა ჯერ სულ რაღაც 18 წლისაააააააა!!/ მეორეს მხრივ არის ერთი რამ, ამ ბიჭს ყავს ოჯახი , დაცოლშვილებულია , უჯახი იქ ცხოვრებას რუსეთში შეეგუა, იქ ბაღი-სკოლა, ბავშვისთვის პრობლემაა ცვლილებები, როგორც მოგეხსენებაც, ამ ყველაფრის გამო ჯანოსაც იწევს ალბათ ანგარიშის გაწევა , და სპორტს კიდე გადაკვდომა და თავდადება ჭირდება, ანუ ჯერ კარიერა და მერე პირადი, ასეთი ეგოისტია სპორტყლი ცხოვრება.. მოკლედ ორივე ერთად ადრეულ ასაკში არ გამოდის, დათმობით კიდე ვერცერთს დათმობ..... რავიცი,რავიცი......
Vasili
15 იანვარი 2020 10:57
2
ტამბოვი? ამ ბიჭს ვინმე არ ყავს ან მეზობელი ან ახლობელი? მორჩა დაანებეთ თავი ნამდვილი საბჭოთა მოქალაქეა პლანეტა რუსეთის იქით რომ არაფერი არსებობს, ბევრი ოცნებრბს ამისთანა შანსს რომ იმოგზაუროს, გაიცნოს სხვა ქვეყნები, განვითარდეს ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი ითამაშოს, ეს კიდე დაძმარდა ამ დაწყევლილ ქვეყანაში, ნუ გვახსენებთ ამის ამბებს ღმერთმა ხელი მოუმართოს ფულის შოვნაში
ზორბეგი
15 იანვარი 2020 00:15
10
რით ვერ ისწავლა ამ კაცმა ინგლისური, რუსულ ენას ვერ გასცდა მოკლედ რა, შესაბამისად რუსეთსაც ვერ გასცდება ვერასოდეს
ბმბ
14 იანვარი 2020 22:56
7
ჩემი აზრით თუ ფორმაში ჩადგომა და სათამაშო პრაქტიკა უნდა რომელიმე გუნდში მაშინ ცოტა ხელფასის შემცირებაზეც უნდა წავიდეს ორივე ერთად არ გამოსდის ყოველი დაკარგული დღე კი მის შანსებს ამცირებს
იაგო
14 იანვარი 2020 22:32
0
ძაან მინდა ჯანომ ითამაშოს მაღალ დონეზე, მაგრამ ყველა დღე მეკარგება იმედი სამწუხაროდ
irakli
14 იანვარი 2020 21:21
1

სიახლეები პოპულარული