რევაზ ინჯგია სინჯებზე "კრილია სოვეტოვშია"

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" 19 წლის ნახევარმცველი რევაზ ინჯგია "კრილია სოვეტოვს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამარული კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.

"კრილია სოვეტოვი" თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 21 იანვარს იურმალის "სპარტაკთან", 25 იანვარს კი - პრაღის "ბოჰემიანსთან" და გუნდის მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი სხვა პოტენციურ ახალწვეულებთან ერთად ინჯგიასაც გამოსცდის.

"კრილია სოვეტოვი" 19 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა, ბოჟოვიჩს გადააყენებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა ნაცებო და ბოკერიებისტებო ახმაურდით კიდევ,არც ვიცნობ ამ ბიჭს მაგრამ მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ,
ლუკა
21:42 16-01-2020
13
ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა . კრილია სოვეტოვი არა სერპი და მოლოტი არის და იქ სინჯების გარეშე აიყვანენ.
მიხაელ
20:00 16-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული