რუსული მედია: ჯანო ანანიძე და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა რუსული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ.

"ჯანო და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ. ნახევარმცველს კონტრაქტის დასრულებამდე 17 თვე დარჩა.

გუშინ მან "სპარტაკ 2"-თან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და დიდი ალბათობით 22 იანვარს გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.

მხარეები ჯერჯეობით ვერ შეთანხმდნენ. არადა კონტრაქტის გაწყვეტის კომპრომისული გადაწყვეტილება ყველასთვის კარგი იქნებოდა: ფეხბურთელს კომპენსაციას და კარიერის გადატვირთვის შანს მიიღებდა, კლუბი კი
გარანტირებული გადასახდელი თანხის ნაწილის ეკონომიას გააკეთებდა.

ახლა რეალურად "სპარტაკ 2"-მა გამოცდილი ფეხბურთელი მიიღო, რომელსაც ხელფასი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე მთელ გუნდს", - წერს ჟურნალისტი "ტელეგრამში".

27 წლის ჯანომ რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მისი წლიური ხელფასი 1.7 ლნევროა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე თუ მკითხავთ ჯანოსთვის ჯობია სპარტაკი ორში ითამაშოს სეზონის ბოლომდე.
მერე იჯარით დინამო ბათუმში წამოვიდეს და მომდევნო ზამთრის ტრანსფერებამდე ითამაშოს ბათუმში.
ასე ფორმაშიც შევა, სათამაშო პრაქტიკა ექნება და ნორმალურ ევროპულ კლუბშიც გადავა.
სპარტაკიც იხეირებს, დინამო ბათუმიც, საქართველოს ნაკრებიც და თვითონ ჯანოც!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
19:47 18-01-2020
1
სულ ამ ხელფასზე რატო ამახვილებთ ყურადღებას ყოველ სტატიაში? მეტიც უნდა ქონდეს ხელფასი რატო 10 იმდენი არააქ ფულის მეტი რა აქვთ რუსებს და ნუ გშურთ ჯანოს ხელფასით. ჯანო ველოდებით შენ ფორმაში ჩადგომას ნაკრებს ჭირდები...
Lasha
19:11 18-01-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული