ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "ლოკომოტივი" "სტიაუას" დაუზავდა - 3:3.
როგორც იცით, გაურკვეველი მიზეზების გამო პირველ წრეში მწვრთნელი იური სიომინი საბა კვირკველიას არ ათამაშებდა, ამჯერად კი 90 წუთი თავისი გუნდიდან მხოლოდ ჩვენებურმა იასპარეზა.
სიომინი ფეხბურთელებს პლაჟზე ავარჯიშებს და მისი გუნდი ესპანეთში კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - 23 იანვარს ხორვატიის "ოსიეკთან" და 26 იანვარს კორეის "ჩონბუკთან".
არანაირი "პაოკი"! - საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
business-gazeta-მ საბა კვირკველია "რუბინის" ათწლეულის ნაკრებში შეიყვანა
sport-express: "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას სიტუაცია რთულია
championat.com: გასაკვირია საბა კვირკველიას უთამაშებლობა - მის ბრწყინვალე დაბრუნებას ველით