რუსული მედია: ჯანო ანანიძემ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა championat.com-ი ავრცელებს.

ადრე თურქული გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ "სპარტაკი" 27 წლის ფეხბურთელის "დენიზლისფორში" იჯარით წასვლას დათანხმდა. მაშინ გენერალური დირექტორი ტომას ცორნი აცხადებდა, რომ ფეხბურთელმა გუნდის დატოვების სურვილი გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ფეხბურთელი შეკრებაზე არ წაიყვანა. გარდა ამისა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ჯანო მოლაპარაკებას "ტამბოვთან" აწარმოებდა.

მოსკოვურ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან ირიცხება. ამ ხნის განმავლობაში ის იჯარით
ორჯერ იყო განათხოვრებული - "როსტოვში" 2013/14 წლების სეზონში და "კრილია სოვეტოვში" გასული სეზონის მეორე ნახევარში.

მიმდინარე პრემიერლიგაში კი ქართველმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში კი სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში, ანანიძემ "სპარტაკში" 11-წლიანი კარიერის მანძილზე 146 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altრუსული მედია: ჯანო ანანიძე და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ

altჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა

alt"სპარტაკის" სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ჯანო ანანიძის ხშირი ტრავმების მიზეზებზე ისაუბრა

altრუსული მედია: ცნობილი გახდა, რა პირობებით სურს თურქულ კლუბს ჯანო ანანიძის აყვანა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ანანიძე-კაცი-გვერწითელია!.....
გიოგიო
21 იანვარი 2020 14:08
4
ეს თუ სიმარათლეა ძაან მაგარი ინფოა.
ეხლა ჯანო ბათუმის დინამოში მოვიდეს და 2021-ის ზაფხულის ტრანფერამდე აქ ითამაშოს

ფორმაშიც შევა, ევროტურნირებზეც დაგვეხმარება, სათამაშო პრაქტიკაც ექნება და ტრავმებისგანაც უფრო დაცული იქნება აქაური თბილი კლიმატიდან გამომდინარე.
მოკლედ ყველა ვარიანტში ჯობია მშობლიურ გარემოში ყოფნა და სტაბილური სათამაშო დრო.
თვითონაც იხეირებს და ნაკრებსაც ახეირებს!
ეს ჩემი აზრია და სურვილი.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
21 იანვარი 2020 14:00
0
ჯანოს შეუძლია ისტორია ბათუმის დინამოსთან ერთად შექმნას და მართლაც ლეგენდად იქცეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
არარეალურია მაგრამ,,ოცნებას კაცი არ მოუკლავს'':(
ჩორნა
21 იანვარი 2020 21:30
0
რატომაც არა, გვანახოს თავისი ძალა საქართველოშიც.
ბმბ
21 იანვარი 2020 14:18
0
როგორც იწერება ანორთოსისს უნდა მისი აყვანა. ბათუმის დინამოს ადგილზე რომ ვიყო, ძალიან მოვინდომებდი, რომ გუნდში მეხილა ჯანო, თან აჭარელია და იქნებ დაითანხმოთ :))
არმენა
21 იანვარი 2020 13:41
3
ჯანო იმედი მაქვს ბოლო ბოლო შეელევი მუქთა რუსულ ფულს, წადი კვიპროსში და გამოადექი კლუბს და ნაკრებს !
შხამა
21 იანვარი 2020 13:21
2
რამდენი დრო გააცდინა სპარტაკში, იმედია მალე იპოვის ნორმალურ კლუბს და ათამაშდება, ის ნაკრებს ძალიან სჭირდება. წარმატებები ჯანოს!
Irakli
21 იანვარი 2020 13:20
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული