ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა - ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ყოფილ კლუბს "ინსტაგრამის" საშუალებით დაემშვიდობნენ.
"ყველას ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები "რუბინს" - დაწერა ყიფიანმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.
ბექა მიქელთაძეც ყაზანურ კლუბს მსგავსი ტექსტით დაშორდა - "მადლობა ყველას. წარმატები!"
ყიფიანი და მიქელთაძე "რუბინის" ფეხბურთელები დავითაშვილთან და კვარაცხელიასთან ერთად 2019 წლის ზაფხულში გახდნენ. კონტრაქტი კლუბთან 1 წლის ვადით გააფორმეს. ყიფიანმა პრემიერლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა. მიქელთაძე მოედანზე 11-ჯერ გავიდა და 1 გოლიც გაიტანა.