ლობჟანიძე და რობინიო ერთ გუნდში?! ქართველი ახალ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
თურქული საიტი yenisafak.com-ი ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე არა "რიზესპორში", არამედ "ანკარაგიუჯიუში" გადავა.

ანკარულ კლუბს ვალების გამო ტრანსფერების აკრძალვა ელოდება და დედაქალაქელებს მოსწრება და ფეხბურთელების მალე გაფორმება სურთ. სწორედ ამ მიზნით "ანკარაგიუჯიუ" 5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს. მათ შორისაა საბა ლობჟანიძეც, რომელთანაც, გამოცემის მიხედვით, კლუბმა კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

საბას გარდა, წყაროს ცნობით, ანკარელებთან კონტრაქტს მსოფლიო ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი და შემდეგ ჩამქრალი ვარსკვლავი რობინიო გააფორმებს, რომელსაც "ისტანბულ ბასაკშეჰირში" თამაში არ უწევს. "ანკაგარიუჯიუს", შესაძლოა,
"ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი გიოკჰან ინლერიც შეუერთდეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თქვენი გამივირვებია გულშემატკივრებო. ინჯგიას კრილია სოვეტოვში გადასვლა გიხაროდათ, მიქელთაძეს როტორში ლამის პალმის რტოები დაუფინეთ, ვინც კი რუსეთში მიდის თურმე პროგრესი ყოფილა და რაღა ამის თურქეთმა დაგწყვიტათ გული ?
ისე საბა მართლა რა თურქეთი რის თურქეთი , უნდა წასულიყავი რომელიმე რუსულ გუნდში და გაგეხარებინა ერი ასეთი "პატრიოტული" ნაბიჯით .
პ.ს. არა ისე ძალიან ცუდად აქვს ჩვენს ერს ფსიქოლოგია რაა . ფულმა ერს სახე დააკარგვინა . ოღონდ ფული იშოვონ და არავინ დაეძებს არც ქვეყანას , არც პატრიოტობას, არც ისტორიას და არც საზღვარს.
მიხაელ
18:36 29-01-2020
14
ევროპიდან თურქეთში წამოსვლაზე,აღარაფერს ვიტყვი,მაგრამ რა გარანტია აქვს,რომ ვალებში ჩავარდნილი კლუბი ხელფასებს გადაუხდის და აქაც მოტყუებული არ აღმოჩნდება?უკვე რამდენს დაემართა ასე და ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ.საბაზე, ალბათ ხელი უნდა ჩავიქნიოთ.ღმერთმა ქნას შევცდე.მე თვითონვე გამიხარდება.
სოსო
17:52 29-01-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული