"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა

AutoSharing Option
"საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია "რანდერსმა" თავისი ვებგვერდით გაავრცელა:

საბა "ანკარაგიუჯიუში" გაიყიდა

"რანდერსში" 91 მატჩში 32 გოლის ავტორი ლობჟანიძე თურქულ გუნდში გადავიდა, რომელსაც შემტევი სჭირდებოდა. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ის ძალაში მყისიერად შედის.

"მიზანი ყოველთვის საბას გაყიდვა და მოგების ნახვა იყო, რამეთუ ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებოდა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, სპორტული თვალსაზრისით დავზარალდებით და გუნდს ძალიან დააკლდება, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ლიდერი იყო. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ ძლიერი გუნდი შევკრიბეთ, რათა
ფინალურ ექვსეულში მოვხვდეთ", - ამბობს კლუბის კომერციული დირექტორი სერენ პედერსენი.

ჩვენ საბას თავდადებისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ.

"ანკარაგიუჯიუს" ლობჟანიძის შეძენა ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თურქეთის ჩემპიონატში უფრო მეტი გასაქანი ექნება მარტო გალათასარაის უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ყველა დანიურ კლუბს ერთად იქ 4-5 ისეთი კლუბია სადაც თამაში არაა ურიგო საბა თან ისედ კლუბში გადავიდა სადაც წესით ძირითადში უნდა ათამაშონ და იქ კარგი თამაშით დიდი შანსია მაღალი დონის იგივე თურქულ კლუბში გადავიდეს ანდა ევროპაში გაგრძელოს კარიერა ახლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული გაჩნია სეზონის ბოლოს როგორი შედეგები ექნება წარმატებები საბას.
გიორგი
13:42 31-01-2020
1
როგორც ვიცი ნახევარწლიანი კონტრაქტი აკავშირებს თურქულ კლუბთან. წარმატებები საბას და შემდგომ უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს გუნდში გადასვლას ვუსურვებ!
მერაბი
12:04 31-01-2020
0

სიახლეები პოპულარული