ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა "ანკარაგიუჯიუმ" ლობჟანიძის ტრანსფერში

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის "რანდერსიდან" "ანკარაგიუჯიუში" ტრანსფერის დეტალები.

26 წლის ლობჟანიძეს ანკარულმა კლუბმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, მისი ტრანსფერი კი tipsbladet.dk-ის ცნობით, დაახლოებით 400 ათასი ევრო (2.24 მილიონი დანიური კრონა) დაუჯდა.

საბას სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა, მაგრამ მას "რანდერსთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა და ამიტომ ჩაიგდო "ანკარიგიუჯიუმ" იაფად ხელში.

"ანკარაგიუჯიუს" ერთწლიანი სატრანსფერო აკრძალვა გუშინ მოეხსნა და ერთბაშად 15 ფეხბურთელი (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ფეხბურთელს გაუფორმეს ხელშეკრულება) და მათ შორის 8 ლეგიონერი დაიმატა - ზოგიერთი მათგანი იჯარით აიყვანა.

კლუბის პრეზიდენტი ფატიჰ მერტი შენაძენებით კმაყოფილია, ამბობს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ, უკეთ ითამაშებენ და თურქეთის სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
დამთავრდა ამისი ფეხბურთი :დ მაგარ ხალხთან უწევთ ამ ბიჭებს ურთიერთობა.ან აგენტი ვინ გყავს შვილო ან ის პრეზიდენტი ვინ იყო ლამის ფორთოხალში რომ გაგცვალა?:დდდდდდ ამდენს წვალობ შუაგულ ევროპაში გოლი გოლზე გაგაქვს და ანკარაგოჯუს და რიზესპორის გარდა გუნდები ვერ დაინტერესდნენ? მგონი ისედაც უცოდინარ ქართველ ფეხბურთელებს ეს აფერისტი აგენტები მარტივად ატყუებენ და ეუბნებიან რომ დედამიწაზე სულ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია :დ მიხვდებით ალბათ რომელი ქვეყნებიცაა ნაგულისხმები.სულ რაღაც 5 (აზერბაიჯანი,რუსეთი,უკრაინა,ყაზახეთი,თურქეთი) :დ
აბგდ
00:57 01-02-2020
5
ღადაობთ?რა400 ამისთვის იყო გახარებული რანდესუს პრეზიდენტი?გეყიდა ფიფია მეტი თუ არ ღირდა:):)
Mosexoneli
00:35 01-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული