ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ანორთოსისში" გააგრძელა კარიერა. მის შესახებ მოსკოვური კლუბის მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა ისაუბრა.
"მე ჯანოს ვესაუბრე, მაგრამ ფეხბურთი მკაცრია, თუ შენ გუნდის დონეს არ შეესაბამები, იძულებული ხარ წახვიდე.
ჯანო ტრავმებმა გატანჯა და რაღაცნაირად მოტივაცია დაკარგა. იმედი გვაქვს, რომ ის კვიპროსში კარიერას გააგრძელებს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.
ჩვენ მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ", - განუცხადა ფედუნმა Sport24-ს.