larnakasports.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი კვიპროსში "ანორთოსისისა" და "დოქსას" მატჩს (3:0) დაესწრო.
"ანტონის პაპადოპულოსის" სტადიონზე 2 500 მაყურებელს შორის ორი ისეთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა სტუმრობა ყველასათვის მოულოდნელი იყო - საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მწვრთნელები ვლადიმირ ვაისი და ჯონ ვანტ'სხიპი.
გამოცემამ აღნიშნა, რომ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩებზე ეროვნული გუნდების მწვრთნელების ყოფნა უპრეცედენტო შემთხვევაა.
ვაისი "ანორთოსისში" ნაკრების ფეხბურთელების თამაშს დააკვირდა და როგორც ადრე განაცხადა, ევროპირველობაზე გასვლა "ჯვაროსნებისთვის" სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ლორია
კაშია კვირკველია ტაბიძე კაკაბაძე
კიტეიშვილი ანანიძე კანკავა
ჩაკვეტაძე დავითაშვილი ოქრი
კაჭარავა
სათადარიგოები
კვარაცხელია
ვაკო დვალი კვეკვესკირი
გრიგალავა ქვილითაია გვილია
ხარაიშვილი