სიომინმა "სპარტაკთან" კვირკველია შეუცვლელად ათამაშა და მიზეზიც განმარტა

AutoSharing Option
ყატარში, "პარიმატჩის" ტურნირზე, მოსკოვური გუნდების, "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრა 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი 4:2 "რკინიგზელებმა" იმარჯვეს.

"ლოკოს" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მწყობრში ჩამდგარმა მცველმა საბა კვირკველიამ და როგორც ეტყობა, ძირითადში ადგილი დაიბრუნა.

ნამატჩევს "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა კომენტარი გააკეთა:

"ცოტა ცვლილება? უკვე თანდათან უნდა მივეჩვიოთ ერთი შემადგენლობით დიდხანს თამაშს. ის დროა, ფეხბურთელები სხვა დონეზე გავიდნენ, ამიტომაც მეტი სათამაშო დრო მიიღეს.

მეორე ტაიმის წარუმატებლად დაწყება? ვფიქრობ, საქმე "სპარტაკშია". მათ შემადგენლობა შეცვალეს და უფრო სწრაფად მოქმედებდნენ. თუმცა შემდეგ თამაშში გარდატეხა შევიტანეთ. მეორე
ტაიმი თანაბარი იყო".

9 თებერვალს "ლოკომოტივი" ტურნირზე "როსტოვს" დაუპირისპირდება. რუსეთის ჩემპიონატი 29 თებერვალს განახლდება და "ლოკო" პეტერბურგში ლიდერ "ზენიტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული