![](https://sportall.ge/pictures/image31/37356b4ab356506ebda88ca01a20a334.jpg)
7 თებერვალს, თურქეთის სუპერლიგის მე-21 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" გასვლაზე 1:0 მოუგო "მალათიასპორს".
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ჩვეულად აქტიური იყო და 82-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.
მსაჯმა 49-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველი აკბაში პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, 66-ე წუთზე კი ანკარელთა იამაიკელმა თავდამსხმელმა დევერ ორგილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, 17 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ "მალათიასპორმა" 29 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.