კარგა ხანი ქართველი ლეგიონერები კარგი თამაშით ვერ გამოირჩეოდნენ, რაც ბელარუსთან მომავალი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საგანგაშო გახლდათ, თუმცა, საბედნიეროდ, გასულ უქმეებზე გოლებითა და საგოლე გადაცემებით გაგვახარეს და კიდევ ერთი ჩინებული ამბავი:
საბამ, რომელიც 6 თებერვალს 28 წლის გახდა, მოსკოვის "ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და დღესაც, ნორვეგიის "ვოლერენგასთან" მოგებულ სპარინგში (2:0) საიმედოდ გაისარჯა. ამ მატჩში ტრავმა მიიღო მოსკოვური გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვედრან ჩორლუკამ და შეცვალეს.
"ლოკო" უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრას 22 თებერვალს "ჩაიკასთან"
იმასაც გეტყვით, რომ ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე - ის დღეს შვეიცარიის "რაპერსვილთან" შეხვედრაში (2:1) ძირითად შემდგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
ხალხი. საბა და ჯიმი მთელ სამტრედიას ეხმარებიან. თქვენს კაცობას გაუმარჯოს
ბიჭებო!!!