ნეიმართან ვარჯიში, "პსჟ" და "იუვენტუსი" - ამის მიუხედავად ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკშია"...

AutoSharing Option
2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე
იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.


2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...


უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე  შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.


ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.


ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

მკითხველის კომენტარები / 33 /
რა გინდათ რატომ არ აქვეყნებთ ჩემ კომენტარს რატომ ბლოკავთ სიმართლის გამო
gio
22 თებერვალი 2020 12:39
2
კარლოს კაიზერი გაგიგიათ?
პაპა
22 თებერვალი 2020 12:33
2
ამ ბიჭზე რამდენი სტატიაც დაიწერა , ყველა წავიკითხე, მაგრამ არსად არ ესეწერა რანაირად მოახერხა ამ პატარა ბავშვმა დამოუკიდებლად პსჟ-ს სკოლაში მისვლა და დამკვიდრება./ იცით საერთოდ რამდენი ბიუროკრატიული პრობლემა არსებობს? კერძოდ საქართველოს მოქალაქეებზე? უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გავლენიანი ოჯახი ეყოლება ან გავლენიანი სანათესაო და აი ამიტომ მოხვდა იქ, მაგრამ სამწუხაროდ ნიჭი აღარ ეყო ! და კიდევ რუსეთსისკენ თითის გაშვერისთვის მიზეზები არ გვაკლია, მაგრამ ის რომ ზიან და ჩვენ ნიჭიერ ბავშვს კარიერას უნგრევენ და ამით არიან დაინტერესებულები , აი ეს უკვე სასაცილოა, არ უნდა მოწიო ამდენი (ბიოი კლაავს)! ამ ბიჭს თუ სიზარმაცე და თავში ავარდნა არ აწუხებს , მაშინ ყველაფერი მის ხელშია, შეუძლია მიახწიოს ყველაფერს! რამდენი ბავშვია მოსკოვში რომელსაც სპარტაკის დუბლებში, რო არც კი მიასუნინებენ!!! თუ მოინდომებს ევროპაშიც წავა , სამუდამო კონტრაკტით კი არაა მანდ.
Vasili
22 თებერვალი 2020 12:29
6
პსჟ დან როგორ უნდა წახვიდე კაი რა. ნეიმარი არ მიდის და მბაპე. ცუდი იყოო ქართველსაც მათ გვარძე ეთამაშა?
432
22 თებერვალი 2020 11:54
8
მე გეტყვი ადმინ რა ხდება სწორედ ეს ამისულაშვილი იაშვილი და ეგენი რო ახსენე კონკრეტულად ამათზე ხელის დადება არ შეიძლება მაგრამ ვიღაც ქართველი მოღალატე ქართული ფეხბურთის მტერი არსებობს რომელსაც კავშირები აქვს რუსულ ფეხბურთის ფედერაციასთან და სანაცვლოდ დიდ თანხებსაც გამორჩება ხოლმე, სწორედ მათი მიზანია რომ მოღალატეობრივი აგენტურით გააბრიყვონ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები პირდებიან ხელფასს კარგ გარემოს რუს გოგოებს და ესენიც უარს ვეღარ ეუბნებიან, ეჭვი მაქვს ჩაკვეტაძემ ამ ყველაფერზე უარი კატეგორიულად თქვა თორე რომელ რუსულ კლუბს არ უნდოდა და უნდა დღემდე მისი შეძენა, კვირკველია ანანიძე ჭანტურია ოქრიაშვილი არაბიძე თარგამაძე და კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწორედ ამ მოღალატე ჯაშუშმა აგენტებმა და სკაუტებმა გაწირეს რომლებიც სამწუხაროდ ქართველები არიან, ეს სიტყვები დღეს სასაცილოდ შეიძლება გეჩვენოთ მაგრამ დიდი იმედი მაქვს ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეთა სახელები უფრო მეტად გამოვა სააშკარაოზე, თქვენ რა გგონიათ ისინი აქტიური სპორტიდან რომ მიდიან ფულს სხვანაირად როგორ შოულობენ სწორედ ეგ რჩება მათ მთავარ შემოსავლის წყაროდ, მოღალატე და მტერი დამსმენი ყოველთვის ყავდა ქართველ ერს და ალბათ ყოველთვის ეყოლება მაგრამ სამწუხაროა რომ ასეთები სწორედ ჩვენი თანამემამულეები აღმოჩნებიან ხოლმე
გოგა
22 თებერვალი 2020 11:18
12
გოგა გეთანხმები მასეა და მიზანი ისაა რომ ქართველი პეხბურთელი არ განვითარდეს ისე რომ რუს აჯობოს აი ამაშია საქმე ეს ოდიდგანვე ასე იყო გადახედეთ ისტორიას და ნახავთ ყველაპერს გეყოპათ ნუ დახამდებით მცირედს ცინ უპრო მეტი და მეტი გექნება პეხბურთი განვითარდა და დროა ესენიც განვითარდნენ საღი აზროვნებით
gio
22 თებერვალი 2020 12:34
10
მოკლედ ჩვენი თავის გარდა ყველას და ყველაფერს შეგვიძლია ქართველებმა დავაბრალოთ, რუსეთის ჩემპიონატის დონე ევროპაში ტოპ 5 ის მერე ყველაზე მაღალია, შესაბამისად ვერ აკმაყოფილებენ ქართველი ფეხბურთელები მაგ დონეს უკვე, ვაბრალოთ და ვიყოთ ეხლა ყველაფერი პუტინის აგენტებს. ოქრიაშვილი არ იყო ბელგიიდან რო გამოიქცა და ყველა ღამის კლუბში გაპობილ მთვრალს ან დაექსტაზებულს ხედავდნენ? თუ თარგამაძემ და ჭანტურიამ დაიკლეს რამე?
ემრე
22 თებერვალი 2020 12:08
7
ყველა გამოხმაურება
ტიპიური ქართული პიჟონიზმი ამისგან ისე გამოვა ფეხბურთელი როგორც არაბიძისგან. რონალდოს ნაირი ტატუები არ დაავიცყდეს გაიკეთოს
aleko
22 თებერვალი 2020 10:56
4
სპარტაკის მთავარ გუნდში მაინც იყოს კიდე არა უშავდა, ტფუ.
Kkk
22 თებერვალი 2020 10:32
4
90-იანი წლების სპარტაგი ლიგის ჯგუფში თამაშს არ აგებდა, შოთას აიაქსს ამსტერდამში 3-1 მოუგო უშანსოდ და ახლანდელი სპარტაკი რაა, ჯოგია სუფთა.
ემრე-ს
23 თებერვალი 2020 14:36
0
რა სპარტაკის მთავარ გუნდში? თქვენ რუსეთის ჩემპიონატი 90 იანების დონე ხო არ გგონიათ? სპარტაკის დუბლებში აქვს ერთი თამაში ნათამაშები და ისიც ამხანაგური მგონი კაით რა მართლა
ემრე
22 თებერვალი 2020 12:10
3

სიახლეები პოპულარული