"გენტი" კვლავ დამარცხდა - ქართველები ვერაფრით დაეხმარნენ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონტის 29-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა.

"გენტმა" პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 55 ქულით მეორე ადგილზეა, "შარლერუა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 15 მარტს სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებაზე ანდერსონ ნიანგბომ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - შარლერუა 1:4
გოლები: 0:1 ნიკოლსონი (39), 0:2 ლაიმაჰარიტრა (44, პენ), 0:3 ფალი (57), 1:3 ნიანგბო (59), 1:4 რეზაეი (89, პენ)
გაძევება: მოჰამადი (84, გენტი)
მკითხველის კომენტარები / 24 /
დრო უნდა დრო! ამდენხნიანი ტრამვის შემდეგ ესე ჰოპ და ძველებურად ათამაშდეს არაა ეგრე, ზოგს 1 წელი ესაჭიროება ძველი კონდიციების დასაბრუნებლად. ჩვენ გვინდა რომ ფორმა დაიბრუნოს და პლუს მოუმატოს, სხვანაირად ტოპ კლუბში ვერ ვიხილავთ, ამიტომ ვაცადოთ!
სოსო
08 მარტი 2020 04:15
9
ვინც უყურებს გენტის თამაშებს ეგრევე იცნობ მათ კომენტარებში პას რომ არ აძლევევენ გიოს მითუმეტეს დავიდი და დანარჩენი ფერადკანიანები შემოიყვანო ჩანკვეტაძე და იმ ფლანგზე იშვიათად გადაგქონდეს ბურთი რავიცი რავიცი და კიდე არსებობს მეორე ტიპის ხალხი ვინც თამაშს არ უყურებს რაღაცეებს ჯღაბნიან ყაზახეთზე და გიოს ფორმაზე ალბათ ტიპებს ევასებათ სხვის ნერვების მოშლა და წერენ ასეთ არა ადეკვატურ პოსტებს
antaress
08 მარტი 2020 14:31
2
ეეჰ მართლაც ამ ცხოვრების თორემ ვის უწერია სიაში გენტი. ჩაკვეტაძეზე კი რა გითხარათ შებოჭეს ეს ბიჭი რაც ეხერება იმას უკრძალავენ და პასს არ აძლევენ. ტროუპ მიეცი გასაქანი ჩაკვეს შე.........
კაპიტანი
08 მარტი 2020 10:41
4
8 თვე არ უთაამააშია.პრაქტიკა ჭირდება სექტემბრუდან შევა პიკში წესით.დამშვიდდით ნუ ჩამოწერეთ
Buxrika
08 მარტი 2020 10:36
6
გენტს მოცილდით ბიჭებო.გააკეთეთ მაქსიმუმი რომ ეს გუნდი დატოვოთ და + უკეთეს გუნდში მოხვდეთ.ძალიან ვნერვიულობ ყოველ თქვწნს გენტში გატარებულ წუთებზე.წადით უკეთესი მომავლისთვის
picaso
08 მარტი 2020 08:54
8
წაიყვანეთ ეს ჩაკვეტაძეა თუ ვინც არის ვისაც გული შეგტკივათ და ათამაშეთ ქედაში ან ვანის სულორში,ასეთი ფეხბურთელების ადგილი ნაკრებში არ არის,ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვს ნაკრებს
კაკო
08 მარტი 2020 23:29
10
ხო, იძახეთ ახლა პას არ აძლევენო და კიდევ ათასი მიზეზი, ვერ ხედავთ რომ ჩაკვ არ არის ფორმაში და ვერ თამაშობს? /უკვეთეს შემთხვევაში/, ხოლო ქვირითაია ეგ არის რაც არის,ისე გენტიდან წასვლას რომ ურჩევთ,საინტერესოა სად უნდა წავიდნენ ლა ლიგაში თუ კაზახტანში,რას ფიქრობთ აააააა.
ჩასაფრებული
08 მარტი 2020 21:28
1
რამდენჯერ მიაწოდეს ბურთი დათვალეთ?არ აწოდებენ,არა და არა,ბურთის გარესე ვერც ითამაშებ და ვერც გოლს გაიტან.
ზასტაველი
08 მარტი 2020 19:11
3
რა უბედურებააა, პასს როგორ არ აძლევენ, ეგოისტების გუნდია? / ადრე მახსოვს ზეედორფი არ აძლევდა კალაძეს პასს, აი ნერვები მეხეოდა რო ვუყურებდი, ტრიალდებიდა და , მაინც სხვაგან აკეთებდა პასს, რომც გართულებულიყო სიტუაცია მაინც... ათვალისწუნება იციან ისე გუნდში ხადახან, / გენტის თამაში რამდენჯერაც ვნახე , მგონი არამეგობრული გუნდია...
Vasili
09 მარტი 2020 01:00
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული