პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორიამ" სახლში "ბენფიკასთან" საპატიო ფრეს მიაღწია - 1:1.
ქართველმა მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ერთადერთი გოლი პიციმ 51-ე წუთზე პენალტით გაუტანა. სხვათა შორის, პიციმ 76-ე წუთზე მეორე თერთმეტმეტრიანი არაზუსტად შეასრულა.
Goalpoint-მა გიორგის თამაში 7.8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება სტუმართა გუნდის ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიასმა მიიღო - 7. შეგახსენებთ, 29 თებერვალს, "პორტიმონენსესთან" შეხვედრაში (0:0) მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა და 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
"ვიტორია" 28 ქულით მე-11 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "მარიტიმოს" შეხვდება.
[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?