ვაკო ყაზაიშვილმა გოლების სეზონი გახსნა - გურამ კაშიამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტის დილით ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:5.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ვაკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, წინა მატჩისაგან განსხვავაებით ალმეიდამ გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა: ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსებიც კიდევ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ წაუვიდა თამაში საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას. "მინესოტას" მიერ გატანილი 3 გოლი გურამის სინდისზეა. გურამმა სტანდარტული სიტუაციებისას ვერაფერი მოუხერხა სტუმრების ტანმაღალ მცველ ოპარას, რომელმაც, სხვათა შორის, კაშიას მოედნიდან გასვლის შემდეგაც გაიტანა გოლი.

"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 27 /
კაშია ძალიან სუსუტად თამაშობს. ნაკრებში ადგილიც არ ეკუთვნის სათადარიგოთა სკამზე. ყაზაიშვილის იმედი უნდას გვქონდეს.
G.LA
08 მარტი 2020 13:37
4
რა გინდათ კაშიასგან? კარებში მეორე მეკარედ ჩამდგარიყო?
ვაჟა
08 მარტი 2020 13:34
13
კარგი აზრია. კარებში ორი მეკარე დავაყენოთ - მაკარიძე და ლორია.
კაშია კი ბელარისის ნაკრების კარში.
კონსტანტინე
08 მარტი 2020 15:43
1
კაშია უკვე აღარ იმსახურებს ძირითადს ხშირად უშვებს შეცდომებს და არასაიმედოა ...
ლმ
08 მარტი 2020 13:12
5
ფაქტია უკვე, კაშიას დღეს აშკარად სჯობიან დაცვაში: კვირკველია,ხოჭოლავა,გრიგალავა და ტაბიძე. ასე თუ გააგრძელა გურამმა დაკარგავს ნაკრების ძირითადში ადგილს! წარმატებები გურამს!
kaxa
08 მარტი 2020 11:12
2
კაშიას არ ჰქონდა კარგი მატჩი,თუმცა ჩავარდნა და არ გამართლება სპორტში ხშირად ემართებათ ხოლმე,იმედია კაშია ნახავს თავის თავში ძალას და უკეთ ათამაშდება. ვაკო კი ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა,ამ ბოლო დროს ხასიათის მოთამაშედ ჩამოყალიბდა,ხან აგაფრთოვანებს ხან კი პირიქით ნერვებს მოგიშლის თავის უმოქმედობით!
gabo
08 მარტი 2020 10:37
4
ეს 2 ნაკრებიდან ძააან შორს
Jeyjey
08 მარტი 2020 10:37
19
Agvewyoba saqme eg tu atamashes dacvis centrshi
Zizu
08 მარტი 2020 10:28
2
კაშია ნაკრებს არ გააკაროთ
irakli
08 მარტი 2020 09:57
8
ძალიან სლაბია!კაშიათი ნაკრებში ბელარუსთან?დაგვგუპავს!
misa
08 მარტი 2020 10:15
5
იმედია ამ კაშიას ნაკრებში აღარსდროს ვიხილავთ, მისი კარიერა მაშინ დასრულდა ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სხვა ღირებულებებზე როცა დაიწყო ზრუნვა...
Pride
08 მარტი 2020 09:35
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული