ოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისმა" აეკ-თან რევანში აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და გასულ ტურში განცდილი მარცხის (1:2) რევანში აიღო.

ანგარიში ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ გახსნა, რომელმაც წინა შეხვედრაში "ანორთოსისთან" დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად მან გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 51-ე წუთზე საჯარიმოდან მეტოქეს გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტში მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე გოლი კი გორდონ შილდენფელდმა გაიტანა.

გიორგი ლორიამ დ ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე
- 55-ზე. ნიკა კაჭარავა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ფამაგუსტური გუნდი "ომონიასთან" ერთად ლიდერია და 14 მარტს მესამეადგილოსან "აპოელს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამას ქვია აჭამაო!
გუჯა
21:40 08-03-2020
0
ჰაერში რო უბრახუნებენ ააა ასე არ ჯობია დაუმიზნე კარს და ეეე ხო ჭამა.
კახა
22:55 08-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული