სლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია გასაძევებელი არ იყო

AutoSharing Option
"რუბინის" წარუმატებლობას დასასრული არ უჩანს

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "კრილია სოვეტოვთან", რომელიც ასევე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მატჩში, რომელსაც ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე 5 766 მაყურებელი დაესწრო, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და ამ უკანასკნელმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ნამატჩევს სლუცკიმ განაცხადა, რომ შეტევაში პრობლემები აქვთ, კვარაცხელია კი გასაძევებელი არ იყო, რადგან პირველი ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად მიიღო და მსაჯთან სერიოზული პრეტენზიები გააჩნია.

"რუბინმა" ბოლო 9 მატჩიდან ვერც
ერთი ვერ მოიგო, 16-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 14 მარტს ტულაში გია გრიგალავას "არსენალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსეთის ჩემპიონატში არუნდა წავიდეს არავინ.25 წლამდე მაინც.ამათი რუბინში ყოფნას პირადად მირჩევნია, სადმე ევრიპაში დაბალი დონის გუნდში. მაგალითად ვალვაიკში :)
giorgi
13:55 09-03-2020
1
19 წლის ფეხბურთელია და რატომ ვიძახით რომ გაბუქებულია?? ჯერ ერთი ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ათამაშა და მერე არ ითაკილა და 19 წლამდელებშიც ითამაშა, გოლიც გაიტანა და მერე ტრავმა მიიღო... საიდან ვასკვნით რომ გაბუქებულია, ემოციურად აღნიშნა გაძევება და გასაგებია. წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, კვარაცხელია და დავითაშვილი ჩვენი იმედები არიან. ყველა წინაპირობა აქვს რომ მოუმატოს!! მამამისიც ყოფილი ფეხბურთელია და იმედია ყველანაირად შეუწყობს ხელს რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს ხვიჩა!!
zaza
12:35 09-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული