რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჯიმი ტაბიძის "უფამ" პეტერბურგში ლიდერ "ზენიტთან" ფრეს მიაღწია (0:0) და ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ჩინებულად ჩაატარა.
championat.com-მა ტაბიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში ასე დაახასიათა:
"უფამ" პიტერში გოლი არ გაუშვა, ეს კი დიდი მიღწევაა. ამაში ტაბიძის დამსახურება ძალიან დიდია. ის კარგი იყო ორთაბრძოლებში და თავდადებულად თამაშობდა".
ამ სურათზე ჯიმის მასპინძელთა გუნდის ახოვან თავდამსხმელ არტიომ ძიუბასთან ბრძოლის მომენტია ასახული.