ჯიმი ტაბიძე ტურის სიმბოლურში - მას თავდადებული თამაში დაუფასეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჯიმი ტაბიძის "უფამ" პეტერბურგში ლიდერ "ზენიტთან" ფრეს მიაღწია (0:0) და ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ჩინებულად ჩაატარა.

championat.com-მა ტაბიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში ასე დაახასიათა:

"უფამ" პიტერში გოლი არ გაუშვა, ეს კი დიდი მიღწევაა. ამაში ტაბიძის დამსახურება ძალიან დიდია. ის კარგი იყო ორთაბრძოლებში და თავდადებულად თამაშობდა".

ამ სურათზე ჯიმის მასპინძელთა გუნდის ახოვან თავდამსხმელ არტიომ ძიუბასთან ბრძოლის მომენტია ასახული.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვერკველია რომ იყოს ავსებული იქნება მისი დიდებით და კომენტარებით. ლელომ საინტერესო შემადგენლობა დაასახელა, ლორია,კაშია,კვერკველია,ნავალოვსკი და კაკაბაძე, რომელმაც თურმე სულზე მოგვისწრო/ 5 თვეა ბურთზე ფეხი არ დაიკარებია და ჩემპიონატიც შეჩერებულია/, საყრდენები კანკავა-კვეკვესკირი, შემტევები, ოქრი, ჩაკვე და ჯანო, ჯოკერად ხარა და თავდასხმაში სიხარულიძე. დიდი ანგარიშით მოვიგებთ არა?
ზუუ
18:43 10-03-2020
10
ვუყურე და რაიმე განსაკუთრებული ტაბიძის თამაშში მე ვერ დავინახე. მოკლედ რომ ვთქვა არაუშავდა, ნორმალურად ითამაშა! ზენიტს მაგრად არ გაუმართლა თორემ 4-1 უნდა მოეგო.იღბალი და გამართლება ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში!
gabo
19:01 10-03-2020
10

სიახლეები პოპულარული