ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
33 წლის ქართველი მცველი ზურაბ ცისკარიძე ფინეთის როვანიემის "როპსში" ჩაირიცხა.

"გუნდს გამოცდილი ქართველი გააძლიერებს, რომელიც ორშაბათს შემოგვიერთდა. საქართველოში დაბადებულ და პოლონეთში გაზრდილ ფეხბურთელს ამერიკული პასპორტი აქვს, რამდენიმე ქვეყანაში თამაშობდა, ბოლოს შვედეთსა და საუდის არაბეთში ასპარეზობდა. ის მარცხენა მცველია. ცისკარიძე "ლეგიაში" ვარჯიშობდა, 15 წლის ასაკში კი ბრაზილიაში გადაბარგდა. თითქმის ყველა კონტინენტზე ასპარეზობდა. ზურაბი ჩვენთან დაცვის ლიდერი იქნება", - წერს კლუბის საიტი.

ცისკარიძეს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი ფეხბურთელი არ არის გამოძახებული ნაკრებში , სამაგიეროთ ნავალოვსკის შეიყვანს გაფართოებულ სიაში !
სანდრო
13:35 11-03-2020
1
ეს კაცი რატო არ უნდა იყოს ნაკრებში ვერ გავიგე. ჩემი აზრით ფენომენალური შთაბეჭდილება დატოვა იმ მატჩებში სადაც მონაწილეობა მიიღო ნაკრებში.
ინსტრუქტორი
23:06 10-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული