ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვიპროსული კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.

27 წლის ქართველმა "ანორთოსისის" ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანოს მუხლის მყესი გაუწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

ფეხბურთელი "ანორთოსისის" ექიმების ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მისი დაბრუნების ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა(ებ)ში ვერ დაეხმარება.


altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა რეაქცია მქონდეს აღარ ვიცი, ანანიძის ტრამვებზე კაი ანეგდოტების მოგონება შეიძლება
აქაური
11 მარტი 2020 17:30
20
ამ ეტაპზე ჯანმრთელობების და ფორმების გათვალისწინებით მე ასე დავაყენებდი სასტავს:
------მაკარიძე-------
ტაბიძე--საბა--ხოჭო--გრიგალა
----გვილია---კიტე--------
დავითაშვილი--ჩაკვე--კვარა
-----ქვილითაია----------

შეიძლება ნამეტანი ახალგაზრდული ეჩვენოს ზოგს, მარა ბებერ ბელარუსებს ეს ახალგაზრდა ენერგიული, ტექნიკური შემადგენლობა მოუგებს
შაკო
11 მარტი 2020 16:56
22
კანკავა,ლობჟანიძე,შენგელია,ყაზაიშვილი,ზარანდია,ლორია,კაშია,კაკაბაძე,კვეკვესკირი,დაუშვილი,ოქრიაშვილი,კაჭარავა ალბათ შეცვლებზე შევლენ შენი ჭკუით!?
მწვრთნელი
11 მარტი 2020 17:13
14
ის კი არ არის უცნაური ჯანომ რომ ტრავმა მიიღო, უცნაური ეს დამცინავი კომენტარებია მის მიმართ, რომ კეთდება და კეთდება ...

სასიხარულოა ტრავმა თუ სასაცილო? რა გულით წერთ ასეთ გესლიან კომენტარებს? ცოდოა ეგ ბიჭი და კიდევ ზედ ამატებთ?

თავისი არ ეყოფა? რაღაც შეეშალა, რაღაც არ გამმოუვიდა, ვიღაცამ დროზე ჭკუა ვერ დაარიგა, არ გაუმართლა, ვერ შედგა მისი კარიეარა და ამიტომ დავცინით?
იდალგო
12 მარტი 2020 00:28
1
როგორც ფეხბურთელს ტრაგიკული ბედი ერგო. ძალიან შემებრალა!
aburjga
11 მარტი 2020 22:08
0
ნუ მოკლედ რა!!!
joi zaza
11 მარტი 2020 17:24
2
ჩაიარა ამისმა ფეხბურთმა.მალე ვნახავთ ტობოლში ან ირტიშში
gocha
11 მარტი 2020 16:52
16
ვინ გითხრა ტობოლი ან ირტიში ტრამვირებულ ხალხს ყიდულობსო?დდდ
Mmm
11 მარტი 2020 20:28
3
ჯანოსაც, დემბელეს ბედი ერგო, სულ ტრავმები. ასეთი ბედის ფეხბურთელები ნამდვილად ცოდოები არიან, დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგიურად რა ცუდ დღეში იქნება ჯანო. რა უნდა გისურვო, ბოლო ყოფილიყოს ჯანო შენთვის ეს ტრავმები და მალე დაბრუნებულიყავი მინდორზე.
kote
11 მარტი 2020 22:37
0
მე გეტყვით ვის ათამაშებენ. ლორია, კაშია, კვერკველია გრიგალავა ტაბიძე, კანკავა-კვეკვესკირი, ოქრი, ვაკო, ჩაკვე, ლობჯანიძე ან ქვილითაია
ზუუ
11 მარტი 2020 16:50
9
მეცოდება.. რომ შევხედოთ ვფიქრობ კარიერის დასრულების შანსი დიდი აქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ტრავმები აქვს, პლუს ამას ტრავმის მერე ვერც ასწრებს ფორმაში შესვლას ისევ რომ ახალ ტრავმას იღებს.. რავიცი რა ვთქვა, ცოდვაა, თუმცა ეს ამდენი ტრავმა რის გამოა არვიცი,ალბათ მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის არ იქნება,ბუნებრივად აქვს ისეთი ორგანიზმი ალბათ
ზუზუ
12 მარტი 2020 01:28
0
ჭრელმა პეპელამ ისევ ტრამვა მიიღო?
მიხო
11 მარტი 2020 23:13
21
მიხო შენ ცოტა შიგ ხომ ....???!!! არ გრცხვენია ბიჭო???!!! ჯანოს და მისი ახლობლების ადგილზე ჩაგყვებოდი ბოლომდე და მართლა გაგაპეპლებდი!!! აფერუმ შენ ქართველობას, თუ საერთოდ ქართველი ხარ!!!
დათო
12 მარტი 2020 01:40
1
... ,,აფერუმ''
დათო
12 მარტი 2020 22:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული