კვირკველიას და ტაბიძის მორიგი კარგი მატჩები

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების მცველებმა საბა კვირკველიამ და ჯიმი ტაბიძემ ითამაშეს.

კვირკველიას "ლოკომოტივმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "როსტოვს" (მატჩს 30 127 მაყურებელი დაესწრო), 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზენიტს" 9 ქულით ჩამორჩება და 21 მარტს "ორენბურგს" უმასპინძლებს.

კვირკველიამ, რომელსაც გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს, ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად.

ტაბიძის "უფამ" ისევ ნულოვან ფრეს მიაღწია სტუმრად - ამჯერად ცსკა-სთან, 27 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და 22 მარტს "ტამბოვს" მიიღებს.

ტაბიძემაც კვლავ შეუცვლელად იასპარეზა და ისევე, როგორც "ზენიტთან" შეხვედრაში, უშეცდომოდ გაისარჯა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ წერთ ასაკშია კვირკველიაო 28 წლის ბიჭი როგორ არის ასაკში? ასაკშია კაშია და კანკავა საფეხბურთო თვალსაზრისით საუკეთესო ასაკშია კვირკველია და ჩემი აზრით ამ ფორმაცის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია შემდგარი საკლუბო დონეზეც და თავისი სათქმელიც აქვს უკვე კლუბში ნათქვამი ძირითადის ფეხბურთელია და ტიტულიც აქვს საკლუბო დონეზე ნეტავ კიდევ გამრვალდნენ კვირკველიასავით წარმატებული ქართველი ფეხბურთელები ოღონდ უკვე ევროპისკენ.
გიორგი
16 მარტი 2020 01:29
0
ყოჩაღ, კარგია რო ფორმაში შედიან წარმატებები
irakli
15 მარტი 2020 23:45
0
ტაბიძის და დვალის იმედი მაქ მომავალ წლებში , კვირკველია კარგია მაგრამ ცოტა ასაკშიც უკვე , კაშიას მე პირადად ჩამოვწერდი უკვე . გრიგალავაც კარგია მაგრამ ეგეც ასაკშია
ემირ
16 მარტი 2020 00:07
22
მართლა ვერ ვხვდები რატომააქვს ამ ბიჭს ამხელა პრესა, არ იმსახურებს აშკარად. ფიძიკურად ძლიერია და ათლეტური, სიჩქარეც არ აკლია, მაგრამ ნაკლიც დიდი აქვს. იგი მიუხედავად სიმაღლისა, მაღალ ბურთებზე იბნევა და პოზიციას კარგავს, მხედველობაში მაქვს კუთხურები და ჯარიმები, ნებისმიერი ჩაწოდება საკუთარ კართან, მაგის უხეში შეცდომებით მთავრდება, ტექნიკა ნული, პასებს ვერ აკეთებს, რაიმე კომბინაციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, არავითარი ფანტაზია. მაგის შეცდომების გამო, ბევრი გადამწყვეტი მატჩი ჩაგვიგდია. ერთადერთი მისი წარმატებით გამოყენება სეიძლება, როცა პერსონალური მცველია საჭირო, მისი გამოყენება ასევე შეიძლება მარჯვენა კრაიზე, ვიდრე ცენტრში, ისიც მაშინ, თუ უკეთესი არა გყავს. ცენტრში, მაგას კაშიაც სჯობს, ტაბიძეც, ხოჭოლავაც, დვალიც და გრიგალავაც. კიდევ არის გიორგაძე და თეთრაშვილი რუსეთში, რომელიც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და არც არავინ არ აქცევს ყურადღებას, სრულიად უსამართლოდ. დაახლოვებით იგივეს ვიტყვი ლორიაზე, კანკავაზე და ნავალოვსკიზე. კლუბებშიც სულ სკამზე ზის, როცა გუნდში მასზე უკეთესია. ინგლისიდან შეიძლება მართლაც იყო ინტერესი, მარა დააკვირდნენ და მე თუ ვხვდები რაცაა კვერკვე, მათი სკაუტები რა, დებილები არიან? სადაც არის ეგაა მისი პატალოკი და თუ ოდნავ უკეტესი გამოჩნდა, სკამზე დასვამენ ისევ. ასეც მოხდება, არაა პირველი. იგი გადამწყვეტ შეცდომებს უშვებს. არ ვიცი სეიძლება თამაშობს. მე მაგას ნაკრებსი არ ვათამაშებდი ვააბშე
ჭოლა
16 მარტი 2020 22:10
2
ჭოლა,შენ ამას,საბა კვირკველიაზე ამბობ თუ იმ "განთქმულ" გელა ნუგზარაშვილზე?
სოსო
18 მარტი 2020 16:49
0

სიახლეები პოპულარული