ზაურ მახარაძე: ვერცხლის მედლებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე "შახტარის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "ზორიას" მეკარე ზაურ მახარაძემ გააკეთა.

"ნანატრი გამარჯვება. სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, "შახტარის" დამარცხება ორმაგად სასიამოვნოა. ფეხბურთის ღმერთი ჩვენ მხარეს იყო. ფორტუნის იმედი გვქონდა და ასეც მოხდა.

გოლის ავტორი ბოგდან მიხაილიჩენკო მატჩის გმირია. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რაც უნდა იყოს, "შახტარი" "შახტარია". მათი შეტევები ყოველთვის სახიფათოა. კარგი შემსრულებლები ჰყავთ და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული ვიყავი.

ამოცანა? ვერცხლის მედლებისთვის ვიბრძოლებთ. ვეცდებით. შედეგს მაისის ბოლოს ვნახავთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭის საბუთების შედგენას რით ვეღარ დააყენა ფეხბურთის ფედერაციამ საშველი ? კი ბატონო კარგი მეკარეები გვყავს, მარა კონკურენცია გვაწყენდაა? ან რით ვართ დაზღვეული რომ ლორია და მაკარიზე რაღაც მომეტში შეილებადა არ იყყვნენ ფორმაში ?
მწარე
21:55 17-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული