sportbox.ru: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" არ სჭირდება

AutoSharing Option
sportbox.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ექვსი ფეხბურთელი და მათ შორის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელებიც გამოცემის ჟურნალისტის გლებ ტომაშევსკის აზრით, თავიანთ გუნდებს არ სჭირდებათ.

"მომავალი სეზონიდან ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის ახალი წესი ამოქმედდება ფორმულით - "8+17" განაცხადში. შექმნილ ვითარებაში ეს მოვლენა შორეულად მოჩანს, რომელიც ყურადღების ღირსი არ არის, მაგრამ კლუბები ამას არ დაეთანხმებიან. მათ ლიმიტზე სერიოზულად დაფიქრება აქედანვე მართებთ. სათადარიგო სკამის უცხოელი ფეხბურთელები საჭირონი არ იქნებიან და მათი მოწვევა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახდება საჭირო. ამიტომ ბევრი ლეგიონერი, სავარაუდოდ, თავიანთ კლუბს დატოვებს.
ვისზე მიდის კონკრეტულად საუბარი:

იაკა ბიიოლი (ცსკა), სედრიკ გოგუა (ცსკა), ემილიანო რიგონი (ზენიტი), იორდან ოსორიო (ზენიტი), ბრაიან იდოვუ (ლოკომოტივი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი).

ხვიჩა კვარაცხელია

"ლოკომოტივიდან" "რუბინში" იმისათვის გადავიდა, რათა სტაბილურად ეთამაშა - სწორედ ასეთი სლოგანით მოხდა მისი რკინიგზელთა გუნდიდან ყაზანში სკანდალურად წასვლა. თუმცა, არაფერი გამოვიდა, "რუბინში" ხვიჩა როტაციის ფეხბურთელი გახდა და მეტი ვერაფერი. გუნდის მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ ქართველის მდგომარეობა ძლიერ არ შეიცვალა. ის კვლავ მატჩების ნახევარს ან ოდნავ მეტს თამაშობს და შეუცვლელად აშკარად არ ითვლება. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. თუმცა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, შესაძლოა, ჯერ არ დაემშვიდობონ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
კვარაცხელიას წარმატებები სულ,დღეს ერთ ქართველ სპორტსმენს კორონა დაუდასტურდა,უბედურება ის არის რომ ამ სუბიქტს თურმე შემოუვლია მთელი საქართველო,არ შეასრულა მთავრობის მოწოდება დარჩი სახლში და საუბედუროდ ძალიან ბევრია კონტაქტები,ეს მკლავმჭიდელია როგოც იძახიან,ეს საქციელი აუცილებლად უნდა შეფასდეს როგორც სამშობლოს მოღალატე,ის ვინც საფრთხის ქვეშ ამყოფებს სხვის სიცოცხლეს ამ მძიმე ჟამს მოღალატეა,აქვე მინდა დავძინო რომ კვარაცხელია არაფერ შუაშია ამასთან,მინდა მას უდიდესი წარმატება ვუსურვო,ეს იმიტომ რომ ხალმა გაიგოს ეს და გავუგრთხილდეთ ერთმანეთს
ქართველი
05 აპრილი 2020 00:33
3
ნამდვილად მოღალატეა ესეთი ადამიანი,შერცხვეს მაინც და სახალხოდ ბოდიში მოიხადოს
lika
05 აპრილი 2020 02:59
4
არავინ არუნდა წავიდეს ამ-ღორ ქვეყანაში.
beqa
04 აპრილი 2020 22:21
9
მადაც სახვეწი რო გაგიხდება თამაში!! არადა კაი ფეხბურთელები არიან, ასე თუ ისე და ძირითადში ვერ ხვდებიან!!??
Z.g.
04 აპრილი 2020 21:05
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული