ყველაზე პოპულარულმა პორტუგალიურმა სპორტულმა გამოცემა A Bola-მ "ვიტორია სეტუბალის" 22 წლის მეკარე ლუკაში პაეშს სტატია მიუძღვნა და სათაურშივე აღნიშნა, რომ ის გიორგი მაკარიძის შემცვლელი იქნება.
წყაროს ცნობით, "ვიტორიას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მაკარიძე, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა, კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
ხოლო ლუკაშ პაეში "სან პაულუს" აღზრდილია და პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა.