![](https://sportall.ge/pictures/image31/09bcbff007a320c800a54c92dfd9e42c.jpg)
"ანორთოსისის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ინსტაგრამზე" მომხმარებელთა კითხვებს უპასუხა.
"მესი თუ რონალდო? მესი ნომერი პირველია. "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ. ვაპირებ თუ არა რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებას? მოდით, ჯერ ფეხბურთის დაბრუნებას დაველოდოთ. "სპარტაკი" თუ სამოთხე? სამოთხე", - წერს ანანიძე.
ანანიძე ფამაგუსტურ გუნდში ზამთარში გადავიდა და ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.