sovsport: უნივერსალი ქანთარია და ტექნიკური გაბრიელ რამოსი უკეთეს გუნდებში თამაშს იმსახურებენ

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტმა" აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო ევროპაში ჩემპიონატი მხოლოდ ბელარუსში მიმდინარეობს, ამ ქვეყნის პირველობის მატჩებს კი ინგლისსა და საფრანგეთშიც კი აჩვენებენ. გამოცემამ რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის, გიორგი ქანთარია და გაბრიელ რამოსი გამოჰყო, რომლებსაც მათი მოსაზრებით, რუსეთის პრემიერლიგის გუნდებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.

გიორგი ქანთარია (ნემანი)
22 წლის, ცენტრალური მცველი/საყრდენი ნახევარმცველი
ბელარუსის ჩემპიონატი 2020: 4 მატჩი, 1 გოლი
სატრანსფერო ღირებულება: 200 ათასი ევრო

ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში საყრდენის პოზიციაზეც ითამაშა (ერთხელ დაცვის მარჯვენა ფლანგზე), ხოლო მისმა გუნდმა 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
პირველი გაშვებული გოლი შესაძლოა, ქანთარიას ბრალიცაა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მომო იანსანეს საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა.

სხვა შემთხვევებში ქართველი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა. შეიძლება გამოცდილება და შეტევისთვის საჭირო უნარები ჯერ არ ჰყოფნის, მაგრამ მეტოქის იერიშებს კარგად აჩერებს. პარტნიორები პენალტის შესრულებას ანდობენ, რაც მის ავტორიტეტსა და თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.

კლუბის საიტი ქანთარიას ასე ახასიათებს: "პირველივე სეზონში ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა. პირველივე მატჩებიდან მოაწონა თავი გულშემტკივრებს დაცვის ცენტრში გაბედული და თავდაუზოგავი თამაშით. 2017 წელს ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს".

გაბრიელ რამოსი (ტორპედო - ბელაზი)
24 წლის, მარცხენა თავდამსხმელი
ბელარუსის ჩემპიონატი 2020: 3 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
სატრანსფერო ღირებულება: 250 ათასი ევრო

Sportall.Ge

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, რამოსმა ახლახან გამოიცვალა კლუბი - ბათუმიდან ჟოდინოში ერთი თვეც არ არის, რაც ჩამოვიდა, თუმცა უკვე მიიქცია ყურადღება.

პირველივე ტურში, 91-ე წუთზე საჯარიმოდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მეოთხე ტურში კი "ენერგეტიკს" მარტო გაუსწორდა - 2:0. ჯერ თანაგუნდელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი საჯარიმოს გარედან ისევ ცხრიანში გაიტანა ბურთი.

ბრაზილიელი მარცხენა ფლანგზე ირჯება, ბურთს მოედნის სიღრმეში იღებს, მოედანს კარგად ხედავს და პასებს ანაწილებს, ფეხზე ძალიან მყარად დგას და ბურთის თრევა უყვარს. ტექნიკურია. თავის გუნდს სამიდან ორი გამარჯვება მან მოუპოვა. სხვათა შორის, ჟოდინოელებმა ერთადერთი მარცხი მაშინ განიცადეს, როდესაც გაბრიელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული