ნიდერლანდური მედია ჩაკვეტაძეს "აიაქსში" ზიეშის შემცვლელად განიხილავს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში "ჩელსიში" გადადის და ამსტერდამული კლუბი მის შემცველელს ეძებს. ნიდერლანდურმა პორტალმა voetbalzone-მ მის პოტენციურ შემცვლელთა სია გამოაქვეყნა: ალექს ბერენგერი (ტორინო), რომანო შმიდი (ვოლფსბერგერი), ებერიჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიკ ბლასი (ნანტი), კელვინ სტენგსი (ალკმაარი), პედრინიო (კორინთიანსი) და გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი).

აი, როგორ ახასიათებს საიტი ჩაკვეტაძეს:

"გენტთან" კონტრაქტი: 2023 წლამდე
სატრანსფერო ღირებულება: 6.7 მილიონი ევრო
მისი თამაშის გავლენა გუნდის შედეგზე: 62.5
პოტენციალი: 92.7
ზიეშთან მსგავსება: 92%

"გენტმა" ჩაკვეტაძის წაყვანა თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ მოახერხა. მაშინ რიგ კლუბებს დაასწრო. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტრანსფერის შემდეგ
მალე გაიგო, რომ მისი სამსახურით "ლივერპული", "ჰოფენჰაიმი" და "ბაიერი" იყვნენ დაინტერესებული. 20 წლის ასაკში გიორგის ჯერ კიდევ აქვს პროგრესირების საკმაო შესაძლებლობა. ვიდრე ტრავმას მიიღებდა, გოლებითა და საგოლე გადაცემებით გუნდის ლიდერი იყო.

ამ სეზონში ტრავმის გამო მისი წვლილი "გენტის" შედეგებში შეზღუდულია, თუმცა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. "ტრაბზონსპორი" სერიოზულადაა ქართველით დაინტერესებული და აგრეთვე "რომა". "გენტს" ძალიან ეშინია, რომ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძის დატოვებას შეეცდება, ამან კი შეიძლება მოლაპრაკება პრობლემური გახადოს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აი უკვე ზედმეტები მოგდით რა!!! რას ღადაობთ ?! იქ გადადის , აქ გადადის.. / ამ ბიჭის ადგილზე რომ ვიყო დაგირეკავდით და გისაყვედურებდით, გთხოვდით რომ თავი შეგეკავებინათ ზედმეტი ილუზიებით!! დათვურ სამსახურს უწევთ ამ ბიჭს უკვე! ვითომ აპიარებთ თქვენი ჭკუით და არადა გადააჭარბეთ უკვე ყველაფერს!!! / ღმერთმა ქნას რო გიორგი მალე ვნახოთ ტოპ კლასის გუნდში , გავიხარებთ გულშემატკივრები , და არამარტო გიორგის წინსვლა, ყველას წინსვლა გაგვიხარდება! არავინ არ ყავს ამ ჩვენი ფეხბურთელებს ჩვენზე უკეთესი გულშემატკივარი! და თქვენ კიდევ სპორტალჯი , არგინდათ რა ეს სტილი, ყველა გუშემატკივარი ამ საიტის მომხმარებლები ვართ, და ყველას, თუ დაააკვირდებით ერთნაირად ვრიაგიარებთ თქვენ გადაცდომებზე და თქვენ კიდევ გგონიათ რომ ინტერესს იწვევთ და იმიტომ გაკრიტიკებთ, არადა რეალურად შენიშვნას გაძლევთ და თქვენ კიდევ ვერ სწავლობთ, ბოლოს მოგვბეზრდებით და დაკარგავთ აუდიტორიას, ვიღაც თქვენზე გამჭეიახი გამოჩნდება , თქვენზე უკეთეს გაააკეთებს და თქვენი კანტორა დაიკეტება!! გინდათ ასე რომ მოხდეეს?! არ გინდათ!! ხოდა დაფიქრდით რააა!! (თქვენი კეთილის მსურველი)
Vasili
20:54 02-05-2020
3
პორტალ არ მოგწყინდათ ამ სისულეების როშვა? გასაგებია რომ დასაწერი ბევრი არაფერია მაგრამ ეს თქვენი მარჩიელობა უკვე მარაზმია
dinamo
20:30 02-05-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული