ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში "ჩელსიში" გადადის და ამსტერდამული კლუბი მის შემცველელს ეძებს. ნიდერლანდურმა პორტალმა voetbalzone-მ მის პოტენციურ შემცვლელთა სია გამოაქვეყნა: ალექს ბერენგერი (ტორინო), რომანო შმიდი (ვოლფსბერგერი), ებერიჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიკ ბლასი (ნანტი), კელვინ სტენგსი (ალკმაარი), პედრინიო (კორინთიანსი) და გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი).
აი, როგორ ახასიათებს საიტი ჩაკვეტაძეს:
"გენტთან" კონტრაქტი: 2023 წლამდე
სატრანსფერო ღირებულება: 6.7 მილიონი ევრო
მისი თამაშის გავლენა გუნდის შედეგზე: 62.5
პოტენციალი: 92.7
ზიეშთან მსგავსება: 92%
"გენტმა" ჩაკვეტაძის წაყვანა თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ მოახერხა. მაშინ რიგ კლუბებს დაასწრო. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტრანსფერის შემდეგ
ამ სეზონში ტრავმის გამო მისი წვლილი "გენტის" შედეგებში შეზღუდულია, თუმცა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. "ტრაბზონსპორი" სერიოზულადაა ქართველით დაინტერესებული და აგრეთვე "რომა". "გენტს" ძალიან ეშინია, რომ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძის დატოვებას შეეცდება, ამან კი შეიძლება მოლაპრაკება პრობლემური გახადოს.