"კორონა კიელჩეს" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კლუბი ქართველმა ფორვარდმა ვატო არველაძემ დატოვა და ხელშეკრულება ორივე მხარის თანხმობით შეწყდა.
ვატო არველაძე პოლონურ გუნდს 2018 წელს თბილისის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ვატომ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. "კორონას" მაისურით არველაძემ ჯამში 5 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ვატო არველაძეს საქართველოს ნაკრებში ორი მატჩში აქვს გამართული და გიბრალტართან მოგებულ მატჩში (3:0) გოლიც გაიტანა. გერმანული საიტი transfermarkt-ი ქართველ ფორვარდს 300 000 ევროდ აფასებს.