გიორგი მაკარიძე FIFA-შიც გამოარჩიეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური "ვიტორია სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძე კომპიუტერულ თამაშ FIFA20-შიც გამოარჩიეს და პრიმიერა ლიგის მეორე საუკეთესო ნაკრებში შეიყვანეს.

გიორგის საერთო კოეფიციენტი 71 გახლავთ და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის მხოლოდ "ბენფიკას" კარის დარაჯ ოდისეას ვლახოდიმოსს ჩამორჩება, რომელსაც საშუალო მაჩვენებელი 80 აქვს.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მეკარის პოზიციას, გიორგის კოეფიციენტი 86 გახლავთ, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის შეჩერებულ სეზონში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მისი სამსახურით ლისაბონის "სპორტინგია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული