კვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს? მისით 3 გუნდია დაინტერესებული

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

"ჩემპიონატის" ცნობით, 28 წლის მცველით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორი" არიან დაინტერესებული. "კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა, "როსტოვი" მეოთხეზე, ხოლო "როტორმა" ახლახან მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

"ლოკოს" მწვრთნელი გუშინ შეეცვალა, იური სიომინის სიომინის ნაცვლად გუნდს მარკო ნიკოლიჩი ჩუდგა სათავეში და არაა გამორიცხული, საბას გადაწყვეტილება სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული.

კვირკველია "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში საბამ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
იგრიალე ძმაო, რა შეგრჩება მეტი :)))) ლესტერში შენ არ გინდოდა და იყავი ვოლგოგრადის როტორში. გულდასაწყვეტია...
სერგია
12:09 16-05-2020
10
ევროპაში და მითუმეტეს ინგლისში არ წავიდეს არ შეცდეს, ევროპულ დონეს რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ხომ ფულია ვოლგოგრადის როტორი და მახაჩყალის ანჟი არ ჯობია ?!
........
12:49 16-05-2020
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული